გერმანული Bild – ი უმიზეზო ჭორაობაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული…
თუ ამჯერადაც ვენდობით, უეფა 2021-2022 წლების სეზონიდან მესამე ევროტურნირის დაწესებას აპირებს. მასში, სავარაუდოდ, 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და ევროპის თასი ერქმევა.
სიახლის მიზეზი ევროპის ლიგის „გამარგვლაა“. ამჟამად მასში 48 კლუბი მონაწილეობს და ვარუდობენ, რომ 32-მდე შემცირებით, ევროპის ლიგის მიმართ ტელეკომპანიების და სპონსორების ინტერესი გაიზრდება.
კიდევ ერთი ჩანაფიქრი ის გახლავთ, რომ ახლად დაწესებულ ევროპის თასზე მაქსიმალურად გაადვილდეს სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მონაწილეობა. ევროპის ლიგისგან განსხვავებით, უეფა ევროპის თასზე სპონსორთა მოზღვავებას არ ელის და რეპორტაჟებიც, სავარაუდოდ, ონლაინ პლატფორმების მეშვეობით განხორციელდება.
ჯერ უცნობია, როგორ შეირჩევა ევროპის თასზე მონაწილე კონტიგენტი, თუმცა სახელიც კი გასულ საუკუნეში არსებული და 1999 წლიდან გაუქმებული თასების მფლობელთა თასის ასოციაციას იწვევს.
წილი
წინა სტატიამძიმე პროგნოზი მანჩესტერ იუნაიტედს
შემდეგი სტატიანიკოლოზ სასწაულმოქმედი!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".