უეფას ოფიციალურ საიტზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო გოლი უნდა დაესახელებინა.
სადაურია გამარჯვებული? – პორტუგალიელი! რა ჰქვია? კრიშტიანუ! რა გვარისაა? – რონალდუ! ვისი მაისურით გაიტანა? – “რეალის”! ვის გაუტანა? – “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში! როგორ? ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ…
როგორც ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორი იტყოდა, გინდა ახტი, გინდა დახტი – რონალდუ მაინც რონალდუა… მისი გოლი საუკეთესოდ 197 496 ქომაგმა მიიჩნია; რონალდუს გოლს არ შეედრება, მაგრამ მეორე ადგილის ღირსად 35.558 ადამიანმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალში მარსელელი დიმიტრი პაიეს „ლაიფციგისთვის“ გატანილი გოლი მიიჩნია; მესამეზე კი ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ესპანელი ევა ნავაროს გერმანიისთვის გატანილი დაასახელეს…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
