ჰო, ერთ-ერთი მეტსახელი ესეც იყო. თითქოს ფიზიკურად მეტისმეტად სუსტი და ოდნავ მოუქნელი მაიკლ ოუენი სულ პატარა შეიჭრა მსოფლიოს ფეხბურთის ელიტაში.
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მეგოლე კი იყო, ტიტულებიც ბლომად მოიხვეჭა, მაგრამ მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეტი შეეძლო.
„ლივერპულში“, „მანჩესტერში“ და „რეალში“ მითამაშიაო, ბევრმა არ დაიკვეხნოს. ამას გარდა, მის კარიერაში „ნიუკასლი“ და „სტოკ სიტიც“ იყო.
გუნდები იცვლებოდნენ, მაიკი კი ვერ. ერთი ეგ იყო, აღმაფრენის წლებში წამიერად ნაკეთებს ახლა მეტ დროს ანდომებდა და შედეგამდე მისვლაც სულ უფრო უჭირდა. საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგა დარჩა დაულაშქრავი. პრემიერლიგა მოიგო, ინგლისის ლიგისა და უეფას თასი, ევროპის სუპერთასიც აღმართა.
2001 წელს ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. და მაინც…
ბოლო წლებში რაღაცნაირად ჩამქრალი იყო. იმ მთამსვლელს ჰგავდა, საკუთარი პიკი უკვე რომ დაძლია და მწვერვალიდან ეშვებოდა. თუმცა, რა საჭიროა ჩვენი სიტყვები, როცა ერთ დროს მილიონების კერპმა გუშინ ბრიტანულ BT sport-თან ინტერვიუში თავად ამოთქვა:
– ბოლო წლებში მე მე აღარ ვიყავი. ვაკეთებდი მოკლე გადაცემებს და პასუხის მოლოდინში შევრბოდი საჯარიმოში, მაგრამ ფიზიკურად მზად აღარ ვიყავი. კარიერის ბოლო 6-7 წლის განმავლობაში მეზიზღებოდა რასაც ვაკეთებდი და ერთი სული მქონდა, კარიერა დამემთავრებინა…
წილი
წინა სტატიაგაბრაზდი, სიმონ?!
შემდეგი სტატიაბასილაშვილი და ნადალი ერთ ბადეში
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".