უცნაური ამბავი მოხდა პერუს თასის მატჩის დროს. „სპორტ ხუანტა“ – „იუნიონ კიმბირის“ მატჩის 25-ე წუთი იყო, როცა მოედანზე პოლიცია შეიჭრა, „იუნიონის“ თავდამსხმელ სესარ აუგუსტო მონტალვო დააკავა, მანქანაში ჩასვა და წააბრძანა.

სამართალდამცავები ეჭვობს, რომ ფეხბურთელი არა აუგუსტო მონტალვო, არამედ ხოსე კონტრერასია და ორი წელია, სხვა სახელით ცხოვრობს. ხოსე კონტრერასს კი რაღაც დანაშაულები ჩაუდენია.

საინტერესოა, რომ შემდეგ გუნდის მწვრთნელებიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „იუნიონის“ მწვრთნელი პოლიციელთა მიერ წაყვანილი მონტალვო-კონტრერასის შეცვლას აპირებდა, მაგრამ მისმა კოლეგამ – ეგრე არ შეიძლებაო. ანუ, გაძევებად უნდა ჩაეთვალოს და არ უნდა შეიცვალოსო… ალიაქოთში სხვებმაც მიიღეს მონაწილეობა.

თამაში შეწყდა და რა ანგარიშიც იმ დროს იყო, ის დაფიქსირდა საბოლოოდ. 2:0 მოიგო „სპორტ ხუანტამ.