ზუსტად ერთი საუკუნეა, ბრაზილიის ნაკრებში არ უთამაშია ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაბადებულ ფეხბურთელს. ასეთი კი ისტორიას სულ სამი ახსოვს: სიდდნეი პალენი (ინგლისი) – 1916. კაზემირო დო ამარალი (პორტუგალია) – 1917. ფრანჩესკო პოლისი (იტალია) – 1918. საუკუნის თავზე ბრაზილიელებმა კიდევ ერთი ღირსეული არაბრაზილიელი ბრაზილიელი აღმოაჩინეს და აშშ-სთან (8 სექტემბერს) და სალვადორთან (12 სექტემბერს) საკონტროლო მატჩებისთვის უხმეს. თუმცა, რა აღმოჩენა უნდოდა? 22 წლის ანდრეს პერეირა ბელგიის პატარა ქალაქ დიუფელში დაიბადა. ნიჭიერმა ყმაწვილმა ბელგიის U15 და U17 ნაკრებებში იბურთავა, მერე კი ბრაზილიის U 20 და U23-შიც მოსინჯა ძალები.
ბელგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს ქვეყნის მთავარ გუნდში მისი დაძახება სურდა, მაგრამ ფეხბურთელში წინაპართა სისხლმა იყივლა და არჩევანი ბრაზილიის სასარგებლოდ გააკეთა. 22 წლის ნახევარმცველი „მანჩესტერის“ აღზრდილია და თუმცა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, იჯარით „გრანადასა” და „ვალენსიაში” თამაში მოასწრო.
რამდენად წარმატებულად? წარუმატებლებს ბრაზილიის მთავარ გუნდში არ უხმობენ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
