- ხედავ?
- ვხედავ.
- მერე რას იტყვი?
- რა უნდა ვთქვა?
- მოიცა… შენ რას ხედავ?
- მე ვხედავ, რომ ზაფხულის სიცხემ გადაიარა.
- აბა ერთი ესა ყოფილა. სხვას ვერაფერს ხედავ?
- სხვა რა უნდა დავინახო?
- როგორ, ქართულ ფეხბურთს რომ ეხაზება, ვერ ხედავ?
- მე ვხედავ მზეს.
- გუშინწინაც კიევში 0:4 წავაგეთ.
- მერე რა?
- როგორ თუ რა? 0:4 რა ამბავია?
- შენ რამდენი გინდოდა?
- 0:2 მაინც.
- რა განსხვავებაა?
- ღირსების ამბავია.
- და 0:2 როდის წაუგიათ ჩვენებს?
- ყოფილა ერთი ორჯერ.
- და ეს საამაყოა?
- როგორ გითხრა. 0:4-ს ჯობია.
- მე მივხვდი, რატომაც აგებენ.
- რატომ?
- ფრენა არ უყვართ. სადაც თვითმფრინავით მიდიან, ყველგან 0:4-ს აგებენ.
- ეგ რა მიზეზია?
- აბა, ყველა ამბობს იდგნენო და…
- მართალია. ჩვენები იმიტომ აგებენ, რომ დგანან.
- და რატომ დგანან?
- უტყდებათ.
- რა უტყდებათ?
- სირბილი.
- სირბილი რატომ უტყდებათ?
- ზოგს ეზარება, ზოგს რცხვენია, ზოგიც ამბობს არაქურდულიაო.
- რა არის არაქურდული?
- ბურთის აუტიდან მოწოდება.
- და ქურდული რა არის?
- მოედანზე გავლა-გამოვლა და მთქნარება.
- ესე იგი, რომ არ დადგნენ, მოიგებენ?
- ვერა, მაგრამ, ხალხს იმედს ჩაუსახავენ და არ უნდათ.
- რატომ?
- მერე რომ დადგნენ, ხალხი რას იტყვის?
- ხალხი ყოველთვის ერთიდაიგივეს ამბობს.
- რას?
- ივერია გაბრწყინდებაო.
- ეგ რას ნიშნავს?
- აი, იტალიას რომ თბილისში ნიჩია გავუკეთეთ.
- ოო, ეგ კარგი იყო. კიდევ როდის მოვახერხებთ?
- როცა ჩეზარეს დააბრუნებენ.
- ესე იგი, ჩვენზე არ არის დამოკიდებული?
- ჩვენზეც არის, მაგრამ ძირითადად ჩეზარეზე.
- და გაზა?
- რა გაზა?
- გაზამ იცის, რომ არაქურდულია?
- გაზა ბოზია და არაქურდი.
- მერე?
- რონალდო ჭრელია.
- და ჩვენ?
- ჩვენ კაი ბიჭები ვართ.
- რატომ?
- გაქცევა გვიტყდება და იმიტომ.
22.08.1998