საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • ხედავ?
  • ვხედავ.
  • მერე რას იტყვი?
  • რა უნდა ვთქვა?
  • მოიცა… შენ რას ხედავ?
  • მე ვხედავ, რომ ზაფხულის სიცხემ გადაიარა.
  • აბა ერთი ესა ყოფილა. სხვას ვერაფერს ხედავ?
  • სხვა რა უნდა დავინახო?
  • როგორ, ქართულ ფეხბურთს რომ ეხაზება, ვერ ხედავ?
  • მე ვხედავ მზეს.
  • გუშინწინაც კიევში 0:4 წავაგეთ.
  • მერე რა?
  • როგორ თუ რა? 0:4 რა ამბავია?
  • შენ რამდენი გინდოდა?
  • 0:2 მაინც.
  • რა განსხვავებაა?
  • ღირსების ამბავია.
  • და 0:2 როდის წაუგიათ ჩვენებს?
  • ყოფილა ერთი ორჯერ.
  • და ეს საამაყოა?
  • როგორ გითხრა. 0:4-ს ჯობია.
  • მე მივხვდი, რატომაც აგებენ.
  • რატომ?
  • ფრენა არ უყვართ. სადაც თვითმფრინავით მიდიან, ყველგან 0:4-ს აგებენ.
  • ეგ რა მიზეზია?
  • აბა, ყველა ამბობს იდგნენო და…
  • მართალია. ჩვენები იმიტომ აგებენ, რომ დგანან.
  • და რატომ დგანან?
  • უტყდებათ.
  • რა უტყდებათ?
  • სირბილი.
  • სირბილი რატომ უტყდებათ?
  • ზოგს ეზარება, ზოგს რცხვენია, ზოგიც ამბობს არაქურდულიაო.
  • რა არის არაქურდული?
  • ბურთის აუტიდან მოწოდება.
  • და ქურდული რა არის?
  • მოედანზე გავლა-გამოვლა და მთქნარება.
  • ესე იგი, რომ არ დადგნენ, მოიგებენ?
  • ვერა, მაგრამ, ხალხს იმედს ჩაუსახავენ და არ უნდათ.
  • რატომ?
  • მერე რომ დადგნენ, ხალხი რას იტყვის?
  • ხალხი ყოველთვის ერთიდაიგივეს ამბობს.
  • რას?
  • ივერია გაბრწყინდებაო.
  • ეგ რას ნიშნავს?
  • აი, იტალიას რომ თბილისში ნიჩია გავუკეთეთ.
  • ოო, ეგ კარგი იყო. კიდევ როდის მოვახერხებთ?
  • როცა ჩეზარეს დააბრუნებენ.
  • ესე იგი, ჩვენზე არ არის დამოკიდებული?
  • ჩვენზეც არის, მაგრამ ძირითადად ჩეზარეზე.
  • და გაზა?
  • რა გაზა?
  • გაზამ იცის, რომ არაქურდულია?
  • გაზა ბოზია და არაქურდი.
  • მერე?
  • რონალდო ჭრელია.
  • და ჩვენ?
  • ჩვენ კაი ბიჭები ვართ.
  • რატომ?
  • გაქცევა გვიტყდება და იმიტომ.

22.08.1998