დემბა ბა

გახსოვთ სენეგალელი ფეხბურთელი დემბა ბა? ხან „ნიუკასლში” იყო, ხან „ვესტ ჰემში”, ხან „ჩელსიში”… მერე „ბეშიქთაშში” წავიდა. დღეს 33 წლისაა და ჩინეთის „შანხაი შეხუაში” თამაშობს.

დაგვეთანხმებით, ფეხბურთის თამაშით ჩინეთიდან ევროპულ ახალ ამბებში მოხვედრა ცოტა ძნელი საქმეა. ეს ვერც ბამ მოახერხა. სამაგიეროდ, იჩხუბა (ან თითქმის იჩხუბა) და ინებეთ, ვთარგმნით კიდეც „ბებერი კონტინენტის” საიტებზე გავრცელებულ მის ამბავს.

ეს ამბავი „შანხაი შენხუასა” და „ჩანგჩუნგ იატაის” მატჩის დროს მოხდა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ჟანგ ლიმ შე შავოო დაუძახა და ამის გაგონებაზე ბას ჭკუა გადაეკეტა. ძლივს გამობრდღვნეს ჟანგი ხელიდან.

ბა მეტოქეს ქეჩოში სწვდა და კინაღამ ჰანტელივით მაღლა აწია. მის დაწყნარაბეში დიდი როლი „უოტფორდში” ნათამაშებმა ნიგერიელმა ოდიონ იგალომ ითამაშა. იგალო „ჩანგჩუნგ იატაის” ფეხბურთელია.

მატჩის შემდეგ „შანხაი შენხუას” მწვრთნელმა ვუ ჯინგუიმ თქვა: „ჩინეთის სუპერლიგაში ბევრი სხვადასხვა რასისა და კანის ფერის ფეხბურთელია. ჩვენ მეტოქეებს პატივი უნდა ვცეთ. დისკრიმინაცია დაუშვებელია. აღშფოთებული ვარ. ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო”.

ჟანგ ლის სერიოზული სასჯელი ელის.

 

 

წილი
წინა სტატიაწუწუნის დიდოსტატი
შემდეგი სტატიარა გვითხრა დანიამ ?
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...