გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-11 ადგილზე გასულ კლუბში ითამაშებს. კლუბის სახელია „ლუგო“, რომელსაც არასდროს უთამაშია ლა ლიგაში და არც დიდი ისტორიით გამოირჩევა. ინფორმაცია „ლუგოს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა და ესპანურმა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს.
„ლუგოს“ პატარა, 7500-იანი სტადიონი აქვს.
აბურჯანია 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველია. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშით გაგვაცნო თავი. იყო გორის „დილაში“, კვიპროსზე, „ანორთოსისში“ და ესპანეთში, „ხიმნასტიკში“ და „ლუგომდე“ „სევილიის“ დუბლებში.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. იმ მატჩშიც ითამაშა, საქართველომ ესპანეთი სტუმრად რომ 1:0 დაამარცხა.