ტურინის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“ ბონუჩის და კალდერას გაცვლის გარდა, გონსალო იგუაინის საკითხიც შეათანხმეს – ერთწლიანი იჯარა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.
საბოლოო წერტილის დასმას ამ საქმეში თავად ფეხბურთელის ჭირვეულობა უშლის. 30 წლის იგუაინი განათხოვრებით გადასვლას უარობს და სრულფასოვან კონტრაქტს ითხოვს. ამას გარდა,  მან მილანელებს ხელფასად წლიური 9 მილიონი ევრო მოსთხოვა.
„მილანი“ თანახმაა, ფეხბურთელს 7,5 მილიონი ევრო, ანუ იმდენივე გადაუხადოს, რამდენსაც ის ტურინში იღებდა.
შესაძლოა, ამ დავაში გადამწყვეტი სიტყვა „ჩელსიმ“ თქვას, რომელიც სრულფასოვან კონტრაქტზეც თანახმაა და არც ხელფასის საკითხის მოგვარება გაუჭირდება. ლონდონელთა დამრიგებელი მაურიციო სარი იგუაინს ჯერ კიდევ „ნაპოლიდან“ იცნობს და ეს იგუაინის ინგლისურ პერსპექტივას ზრდის.
წილი
წინა სტატიარას ფიქრობს მუნირი?
შემდეგი სტატიალუკა მოდრიჩი იტალიას არ უარობს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".