ვიდრე ლუკა მოდრიჩი ზღვაზე ნებივრობს მის სატრანსფერო საქმეებს აგენტები აგვარებენ

Sky Sports-ის ინფორმაციით, მილანის „ინტერი“ ყველა ღონეს ხმარობს მადრიდის „რეალიდან“ ლუკა მოდრიჩის გადასაბირებლად.

ამის გამო იტალიურმა გრანდმა ერთი პერიოდი მიუნხენის „ბაიერნთან“ არტურო ვიდალის ტრანსფერზე მოლაპარაკებებიც კი შეაჩერა. გასული მონდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ხორვატმა მოლაპარაკებისთვის მზაობა გამოხატა. ორი კლუბის აგენტები კონტაქტზე უკვე გავიდნენ, მაგრამ სრულფასოვან კონტრაქტზე საუბარი ნაადრევია და არც სავარაუდო თანხები დასახელებულა.

თუ გარიგება შედგა, ლუკა მეოთხე ხორვატი იქნება „ინტერის“ რიგებში. მილანში უკვე ბურთაობენ ხორვატთა ნაკრების წევრები ივან პერიშიჩი და მარსელო ბრაზოვიჩი, რომლებსაც ახლახან შიმე ვრსალკოც დაემატათ.

წილი
წინა სტატიაჩელსი იტალიურ გარჩევებში ჩაერია
შემდეგი სტატიასჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".