“დეილი მეილს” უყვარს ამბავთა ჩხრეკა და ამოდსაკითხავი სიახლეების გამოძერწვა. ინებეთ მორიგი ისტორია: “ტურ დე ფრანსის” ოთხგზის გამარჯვებული, ბრიტანელი კრის ფრუმი რბოლის მე-17 ეტაპზე ცოტა შეშფოთდა, მაღლა მთაში ვარ, ემანდ სურდო არ ავიკიდოო და გზაში ნაცრისფერი ლაბადა მოისხა. ტურის უსაფრთხოების სამსახურებს და პოლიციას კი საკუთარი საზრუნავები აქვთ: პელოტონს ხან ქვეითი შერეკილი აეკიდება, ხანაც ველოსიპედიანი. არიან ნამდვილი ქომაგებიც, თავიანთ ბიჭებს დროშის ქნევა-ფრიალით და ჭყივილით რომ ამხნევებენ, მიდი და არჩიე ვინ ნაღდი ქომაგია და ვინ – პროვოკატორი.
პელოტონს ჩამორჩენილი ველოვარსკვლავი პოლიციამ სასურველ საკბილოდ მიიჩნია და ზედმეტი კომენტარის გარეშე ველოსიპედიდან ჩამოათრია, რასაც დაზარალებულის მხრიდან ბარე ორი უცენზურო კომენტარი მოჰყვა დიდი ოდენობის f… y…-ებით და კონფლიქტის განმუხტვას ერთი ხანი დასჭირდა. შეცდომის გამჟღავნების შემდეგ შემცდარ პოლიციის ოფიცერს ბოდიში არ მოუხდია.