„ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე დასავლეთ ლონდონელების წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. მიზეზი: „ლურჯებმა” მისი თანამდებობიდან მოხსნა გააჭიანურეს.
ხმები კონტეს გათავისუფლების შესახებ კარგა ხანია დადიოდა, მაგრამ აღსრულება გასულ კვირამდე არ ეწერა. „ჩელსის” ახალ მწვრთნელად კი დანიშნეს მაურიციო სარი, რომელთანაც როგორც გაირკვა კლუბი კარგა ხანია მოლაპარაკებას აწარმოებდა.
კონტეს ბოლო სეზონში გასამრჯელოს სახით 9 მილიონი გირვანქა უნდა მიეღო, რომელსაც ცხადია აუნაზღაურებენ, მაგრამ როგორც The Times წერს, იტალიელს მიაჩნია, რომ კლუბს მისი მეტი მართებს, რადგან მათ გამო ახალ სამსახურში მოწყობა დააგვიანა.