ჯანის არ გაეკარო!

Home აქეთურ-იქითური ჯანის არ გაეკარო!
ჯანის არ გაეკარო!
BBC -ის ინფორმაციით, ფიფამ ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მისცა „დაბეჯითებითი რეკომენდაცია“ რუსეთის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოს ტურნირის მსვლელობისას ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად საზოგადოებაში არსად გამოჩენილიყო.
მოგეხსენებათ, მუტკო წლების მანძილზე იყო რუსეთის სპორტის მინისტრი და მისი პერსონა რუსი სპორტსმენების დოპინგ-სკანდალთან ასოცირდება.
ფიფაში შიშობდნენ, მის გვერდით გამოჩენა უარყოფითად იმოქმედებდა ინფანტინოს იმიჯზე.
მუტკოს სასახელოდ უნდა ითქვას, უფრო აკრძალვას რომ ჰგავდა, იმ რეკომენდაციის ფარგლები არ დაურღვევია და ფიფას პრეზიდენტს სათოფეზე არ გაკარებია. არადა, ვიცე-პრემიერს სრული უფლება ჰქონდა, ვიპ-ლოჟიდან ეყურებინა რუსეთის ნაკრების თამაშებისთვის.
მასპინძელი ქვეყნის მიმართ პატივისცემის ნიშნად ინფანტინო რუსების ყველა მატჩს დაესწრო.
მუტკო, ფაფუ!