- რაღაც ფეხბურთის ჩამიჩუმი არ ისმის.
- მეტი რა გინდა? ევროთასები გახურდა.
- ეგ თუ გახურებაა და… შენ როგორ ფიქრობ, უეფას თასს ვინ მოიგებს?
- “ინტერი”.
“ინტერი” ლიგაზე არ თამაშობს?
- მაშინ ის, ვინც “ინტერს” გავს.
- და ლიგას?
- ლიგასაც “ინტერი”.
- თასების თასსაც “ინტერი”?
- ეგ რომელი თასია?
- აი, პატარა…
- ოო, აბა, ეგ რა თასია? მაგას ლაითურის “გიგანტიც” კი მოიგებს.
- ტყუილი არ თქვა. “კაიზერსლაუტერნი” რას მოიგებს?
- ფულს. ახლა ხომ ფულის მოსაგებად თამაშობენ და არა თასის.
- ვერ გავიგე, შენი საყვარელი გუნდი რომელია?
- ის, რომელიც “ვლაჟნიას” უეფას სანქციის გარეშე გააგდებს.
- არსებობს ქვეყნად ეგეთი გუნდი?
- იარსებებს, თუ ფეხბურთელებს იყიდი.
- ფეხბურთელი ძვირია.
- იაფი კიტრია და პომიდორი და მაშინ ეგენი დაალაგე ბალახზე.
- “ალანია” გაგიგონია?
- ნეტავ სულ არ გამეგონა.
- რატომ?
- რაღა რატომ? მაგათი წყალობითაა, რომ “ვლაჟნიასთან” უეფას დახმარება გვჭირდება.
- ახლა შენ რა გინდა, კარჩაკეტილად ვიყოთ?
- არა, მე მინდა, რომ “არსენალი” “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” იყიდოს.
- ამით რა გამოვა?
- ამით ის გამოვა, რომ ერთდროულად ორი ქვეყნის ჩემპიონი გვეყოლება – იგგლისისა და საქართველოსი და ჩემპიონთა ლიგაშიც “ვლაჟნიას” დახმარების გარეშე გავალთ.
- ძალიან ცუდად ლაპარაკობ. შენ არ იცი, რომ ჩვენ თანდათან ვუმატებთ?
- მე ის ვიცი, შუკერს რომ თანდათან მოემატებინა, ახლა “ვლაჟნიაში” ითამაშებდა.
- ბოროტი კაცი ხარ, განა შეგვიძლია ამდენი?
- რა ამდენი. თამაში? გეუბნები – მაშინ პომიდორი დაალაგე მოედანზე.
- ჩვენ კი არა, “გლაზგო რეინჯერსმა” ვერ დაძლია დღევანდელი ფეხბურთი.
- კიდევ ვინ ვერ დაძლია?
- იაპონიამ, მაგალითად, კორეამ.
- სამაგიეროდ მაგათ კომპიუტერები აქვთ.
- კომპიუტერი და ფეხბურთი რა შუაშია?
- აი, იმიტომაც გეხმარება უეფას “ვლაჟნიას” გაგდებაში, რომ არ იცი რა შუაშია.
- და გაზა?
- რა გაზა.
- გაზას აქვს კომპიუტერი?
- სათამაშო მაინც ექნება.
- ფეხბურთს ვეღარ თამაშობს და რა შავ ქვად უნდა?
- მოიცა, რას ვერ თამაშობს?
- ფეხბურთს.
- შენ გინდა თქვა, რომ შენ და “ვლაჟნია” ფეხბურთს თამაშობთ და გაზა ვერა?
- მე ეგ არ მითქვამს.
- აბა?
- გაზა-მეთქი.
- რა გაზა?
- უფრო სწორად “ვლაჟნია” მეთქი.
- რა “ვლაჟნია”?
- “ვლაჟნიას” ხომ ვუგებთ?
- ყოჩაღ.
- და გაზა ვიღას უგებს?
- და გაზა ხომ “ვლაჟნიას” არ ეთამაშება?
25.07.1998