დეიან ლოვრენი მოსკოვში ლივერპულელ თანაგუნდელს, დღეს კი მეტოქე ჯორდან ჰენდერსონს შეხვდა

ხორვატიის ნაკრების და „ლივერპულის“ მცველმა დეიან ლოვრენმა რუსებთან პენალტების სერიაში მოგებულ მატჩზე და ინგლისელებთან კარსმომდგარ ნახევარფინალზე ისაუბრა:

– რუსეთის ნაკრებთან თამაში ადვილი არ ყოფილა. პირველ რიგში, მათი თავდასხმის ხაზზე მინდა ვისაუბრო. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მეტოქის შემტევები განზრახ ეძებდნენ ჩვენთან კონტაქტს, რათა შემდეგ მსაჯთან აპელირების გზით პენალტის დარტყმის უფლება მიეღოთ. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ გუნდური სამატჩო სტრატეგიის ნაწილს ჰგავდა.

ძალიან კარგია, რომ ვიდეორეფერის სისტემა დამკვიდრდა.

მსაჯის სუბიექტური გადაწყვეტილებები და შეცდომები თითქმის ნულს გაუტოლდა – მთელი ინფორმაცია ხელის გულზე უდევს. პენალტი ჩვენც დავარტყით ნიგერიასთან, მაგრამ ის ეპიზოდი წამითაც არ გამხდარა სადავო. ასეა თუ ისე, ნახევარფინალში ვართ და ახლა მხოლოდ ინგლისის ნაკრებზე ვფიქრობთ.

ჰარი კეინი? დიდებული ფეხბურთელია! ბოლო სეზონები პრემიერლიგაში ფანტასტიური ჰქონდა და აქაც ამტკიცებს საკუთარ ოსტატობას. ჩემი აზრით, ინგლისში კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი მიღწევაა ერთი წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაში.

იმედი მაქვს, ეს მაქსიმუმი არ არის. ინგლისის ნაკრები რუსეთში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩამოვიდა, მაგრამ იოლად არაფერს დავანებებთ. მე პიროვნულადაც მინდა დავამტკიცო, რომ ჩემ საქმეში არავისზე ნაკლები არ ვარ.

წილი
წინა სტატიაეს რამ დაგაწერინა ?!
შემდეგი სტატიავა, ვეა?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".