კანტონამ პუტინზე შაკირათი იშაყირა

Home აქეთურ-იქითური კანტონამ პუტინზე შაკირათი იშაყირა
კანტონამ პუტინზე შაკირათი იშაყირა

„მანჩესტერისა“ და საფრანგეთის ნაკრების გიჟმაჟმა ექსფორვარდმა ერიკ კანტონამ სოციალურ ქსელებში რუსეთ-ესპანეთის მერვედფინალური მატჩის შესახებ იშაყირა – ჩვენ დავაფიქსირეთ სატელეფონო ზარი ვინმე ვლადიმირ პ-სგან, მაშინვე, როგორც კი პიკემ პენალტი აიკიდა.

ეს ვიღაც ვლადიმირ პ. ტელეფონში განკარგულებას გასცემდა: „ყველაფერი კარგადაა. შეგიძლიათ, შაკირა გაუშვათ“.

ეს რუსების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც ამერიკელებს პრეზიდენტად ტრამპი დაუსვეს. კანტონა თავის სტიქიაშია.

მიყვარს გენიოსები…