ახლო წარსულში ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა სუპერვარსკვლავმა რივალდომ სოციალური ქსელებით ნეიმარს მიმართა:

– იყავი ისეთი, როგორიც ხარ. თუ მოსატყუებელია მეტოქე – მოატყუე! თუ კარში დარტყმას ჩათვლი საჭიროდ – დაარტყი! თუ შენზე ჯარიმის მერე დროა მოსაგები, იწექი გაზონზე! გახსოვდეს, რომ, ვინც გაკრიტიკებს, მათი უმრავლესობა მსოფლიოს ჩემპონატს უკვე დაემშვიდობა.

იყავი ვინც ხარ – ბრაზილიელთა კერპი!

უმიზეზოდ თავად რივალდოც ხშირად გაშოტილა