„იუვენტუსის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლუჩანო მოჯი აცხადებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მიუნხენში „იუვენტუსის” ექიმებმა გასინჯეს. მისი თქმით ყველაფერი დამთავრდა, გარიგება შედგა, პორტუგალიელი უკვე „იუვენტუსის” ფეხბურთელია!

შეგახსენებთ, რომ ტურინელები „რეალს” 100 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ოქროს ბურთის” ხუთგზის ლაურეატის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „პარი სენ ჟერმენსაც” სურდა.

„მე როგორც ვიცი რონალდუმ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი და მიუნხენში სამედიცინო შემოწმებაც გაიარა”, — დაწერა მოჯიმ თავის „ტვიტერზე”.

საკუთრივ „რეალს” მოჯის სიტყვები ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ ფეხბურთელის გაყიდვას რომ აპირებს, უკვე ცხადად აქვს ნათქვამი.

ტურინში კი უკვე რონალდუს შავ-თეთრი მაისურების დამზადება დაიწყო…

წილი
წინა სტატიაHeil… 88 = 10 000
შემდეგი სტატიამარკა ლეგენდას დაემშვიდობა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...