მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალიდან მეოთხედფინალები იწყება და მათში „ლა ლიგის” 25 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, საკუთრივ ესპანეთის ნაკრების გავარდნამ მუნდიალზე პრიმერას ფეხბურთელების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ის მაინც შთამბეჭდავია.
თავიდან რუსეთში 17 ესპანური კლუბის წარმომადგენელი გამოდიოდა.
დარჩენილთაგან ყველაზე მეტი, 7-7 ფეხბურთელი, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” ჰყავთ. მადრიდელად ითვლება ფრანგი თომას ლემარიც, რომელიც აქამდე „მონაკოში” თამაშობდა, მაგრამ 1 ივლისიდან ოფიციალურად „ატლეტიკოს” წევრია. მოკლედ, ლემარსაც თუ მივათვლით გამოვა, რომ „ლა ლიგა” მსოფლიოს ჩემპიონატზე 26 კაცითაა წარმოდგენილი.
„რეალი” ექვსი მოთამაშით არის დარჩენილი. შეჯიბრებას თითო ფეხბურთელით შემორჩნენ „სევილია”, „რეალ სოსიედადი”, „ვილიარეალი”, „ალავესი”, „ჟირონა” და „სელტა”.