ერიკ კანტონამ ნეიმარი ჩემოდანს შეადარა, რომელიც ხელის ოდნავ მირტყმაზე ჩიკორივით ბზრიალებს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კანტონა ამბობს:
„ეს ჩემი ახალი ჩემოდანია, რომელსაც ნეიმარი დავარქვი ფერის გამო ( ნეიმარის თმა ყვითლადაა შეღებილი ), მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ოდნავ შეხებაზე საათობით ტრიალებს. ნეიმარ, შენ დიდებული ფეხბურთელი და შესანიშნავი მსახიობი ხარ, მაგრამ ფრთხილად იყავი ! მარჯვენა მხარზე თუ დაგეჯახნენ, მარცხენა ლოყაზე ხელმიფარებულმა არ უნდა იბღავლო.“
ბრაზილია – შვეიცარიის მატჩის შემდეგ კანტონამ ნეიმარის ყვითლად შეღებილი თმა გააშარჟა – თავზე სპაგეტი დაიდო და ხელში ბრაზილიელი მეგოლის სურათი დაიჭირა.
სანამ ნეიმარი ჩემპიონატზეა, კანტონას მასალა არ მოაკლდება.