ისლანდიასთან მატჩის შემდეგ ვწერდით, რომ ლეო მესი მესამე არგენტინელი შეიქნა, ვინაც მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი გააცუდაო.
წუხელ ლეომ ნიგერიას გაუტანა და ასევე მესამე არგენტინელი შეიქნა მარადონასა და ბატისტუტას შემდეგ, ვისაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია.
მესი პირველია, ვისაც საკუთარი ასაკის სამ სხვადასხვა ათწლეულში მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია:
2006 წელს  – 19 წლის იყო, 2014 წელს – 28 წლის, ახლა – 32 წლისაა.
ლეოს არგენტინა ზედიზედ მესამე მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაეყარა ნიგერია და მესამედ (1:0, 3:2, 2:1) დაამარცხა.
ის გამოვტოვოთ, რომ მიმდინარე მონდიალზე მხოლოდ მესამე შეხვედრაში გაიტანა. ლეო მესამეობას კი არა, მეორეობას ვერ ეგუება და ვისაც პირველბიჭობაში ეტოქება, შეიძლება მეოთხედფინალშივე გადაეყაროს. ამისთვის სულ მცირე რამ არის საჭირო – მერვედფინალში მესის არგენტინამ საფრანგეთი უნდა დაამარცხოს, რონალდუს პორტუგალიამ – ურუგვაი…
წილი
წინა სტატიაბელგიას უნდა მოვუგოთ
შემდეგი სტატიავისი ვალი აქვს ტონი კროოსს?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".