ამ ტურში,  წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. „ლოკომოტივი“ – „კოლხეთის“ მატჩის 92-ე წუთზე მინდორზე დავით ჯიქიას ნაცვლად ლევან ყენია გამოჩნდა – ქართული ფეხბურთის ოქროს ბიჭუნა და ტკივილი.

27 წლის ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მოირჩინა და თითქმის ორწლიანი უქმობის შემდეგ პირველად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ყენიამ კარიერა სწორედ რკინიგზელთა გუნდში დაიწყო, შემდეგ წლების განმავლობაში გერმანიაში („შალკე,“ დიუსელდორფის „ფორტუნა“), უკრაინასა (ლვოვის „კარპატი“) და ჩეხეთში („სლავია“) ირჯებოდა. მშობლიურ კლუბში შარშან გაზაფხულზე დაბრუნდა, თუმცა მკურნალობას განაგრძობდა და მინდორს ახლაღა დაუბრუნდა.

ეროვნულ ნაკრებში პირველად 16 წლისამ ითმაშა კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას და დიდი იმედიც გვქონდა, რომ „ჯვაროსნებში“ ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა, მაგრამ ტრავმებმა დიდად შეუშალა ხელი. თუმცა, ვინ იცის, ეგებ ახლა მაინც გაუმართლოს და მართლაც ჩაწეროს საკუთარი სახელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

რკინიგზელებმა 2:1 მოუგეს ფოთელებს და ერთ დროს აუტსაიდერები მე-6 ადგილამდე აღზევდნენ.

„რუსთავმა“ – „დილას“ უმასპინძლა და ფრეს (2:2) დასჯერდა. ეს რუსთაველთა მეშვიდე მოუგებელი შეხვედრა გახლდათ. აი, გორელებს კი 13 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილი კვლავ „დინამოს“ დაუთმეს, გიორგი დარასელიას მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. მათ წლეულს მხოლოდ ერთი წაგება აქვთ ლიდერ „საბურთალოსთან,“ თუმცა საპასუხო შეხვედრაში რევანში აიღეს.

რუსთაველები პირველი ტაიმის შემდეგ კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა პაპუნა მაჭარაძემ მასპინძელთა მეკარე ნუკრი რევიშვილი გააძევა. ეს მე-17 წითელი ბარათი გახლდათ წლევანდელ სეზონში.

ოთარ კობახიძემ კოლხეთს ორი გოლი გაუტანა

დუბლი მიითვალა რუსთველმა მათე ცინცაძემ. ასევე ორი გოლი გაიტანა რკინიგზელმა ოთარ კობახიძემაც. სულ კი ამ სეზონში 15 დუბლია შესრულებული.

„სამტრედიამ“ ისევ წააგო. ამჯერად „ჩიხურათან“ 0:1. ეს სამტრდიელთა ზედიზედ მესამე მარცხია, სხვა მხრივ კი მათ უკვე 15 ტურია გამარჯვების სიხარული აღარ განუცდიათ.

„დინამომ“ მხოლოდ 92-ე წუთზე გატეხა „სიონი.“ ეს გოლი საკუთარ კარში ბოლნისელმა გურამ გიორბელიძემ გაიტანა. ეს სეზონში მე-10 ავტოგოლი გახლდათ.

„საბურთალომ“ ვაგნერ გონსალვეშისა და ლუკა ლაკვეხელიანის გოლებით ქუთაისში დაამარცხა „ტორპედო“ და უახლოესი მდევარი „დინამო“ 5 ქულით მოიტოვა.

აი, ქუთაისელებმა კი ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს და ერთობ გაირთულეს სატურნირო მდგომარეობა.

XVI ტური: ლოკომოტივი 2:1 კოლხეთი, რუსთავი 2:2 დილა, სამტრედია 0:1 ჩიხურა, დინამო 2:1 სიონი, ტორპედო 1:2 საბურთალო

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

XVII ტური

27 ივნისი: დილა – ლოკომოტივი

28 ივნისი: საბურთალო – ჩიხურა

29 ივნისი: სიონი – ტორპედო, კოლხეთი – დინამო, რუსთავი – სამტრედია

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 10, ლეანდრო რიბეირო, მიკოლა კოვტალიუკი  (ორივე – დილა) – 8, ოთარ კიტეიშვილი (დინამო) – 7, ლევან კუტალია (ტორპედო), ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 6

წილი
წინა სტატიამოყვარულთა ეროვნული მასშტაბი
შემდეგი სტატიაDas ist fantastisch
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.