შვედეთთან 2:1 გამარჯვების წყალობით გერმანიის ნაკრებმა მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა ასეთი შანსი F ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს. ყველაფერი ოთხშაბათს, 27 ივნისს, 19 საათზე დანიშნულ ბოლო ტურზე იქნება დამოკიდებული. გერმანია ყაზანში კორეას ხვდება, ხოლო მექსიკა და შვედეთი ეკატერინბურგში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
გერმანულმა „შპორტ ბილდმა” ყველა შესაძლო ვარიანტი დათვალა, რასაც გთავაზობთ:
გერმანია გავა მერვედფინალში თუ…
მოუგებს კორეას, ხოლო შვედეთი მექსიკას ვერ მოუგებს.
მოუგებს კორეას, იმავდროულად შვედეთი მოუგებს მექსიკას, მაგრამ გერმანელთა ბურთების სხვაობა შვედებისა და მექსიკელების ბურთების სხვაობაზე უკეთესი იქნება.
ფრედ ითამაშებს კორეასთან, შვედეთი კი მექსიკასთან წააგებს.
ფრედ ითამაშებს კორეასთან, იმავდროულად შვედეთიც ფრედ ითამაშებს მექსიკასთან, მაგრამ გოლების სხვაობით შვედებს გერმანელები აჯობებენ.
წააგებს კორეასთან, შვედები წააგებენ მექსიკასთან, მაგრამ გერმანელთა გოლების სხვაობა შვედებისა და კორეელების გოლების სხვაობაზე უკეთესი იქნება.
მექსიკა გავა მერვედფინალში თუ…
მოიგებს ან ფრედ ითამაშებს შვედებთან.
დამარცხდება შვედეთთან, მაგრამ გერმანია კორეას ვერ მოუგებს.
დამარცხდება შვედეთთან, იმავდროულად გერმანია მოუგებს კორეას, მაგრამ მექსიკელებს გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსი ექნებათ ვიდრე გერმანელებს.
შვედეთი გავა მერვედფინალში თუ…
მოუგებს მექსიკას, გერმანია კი ვერ მოუგებს კორეას.
მოუგებს მექსიკას, გერმანიაც მოუგებს კორეას, მაგრამ ბურთების სხვაობით შვედები გერმანელებს და მექსიკელებს აჯობებენ.
ფრედ ითამაშებს მექსიკასთან, გერმანია კი კორეასთან დამარცხდება.
ფრედ ითამაშებს მექსიკასთან, გერმანიაც ფრედ ითამაშებს კორეასთან, მაგრამ გოლების სხვაობით შვედები გერმანელებს აჯობებენ.
დამარცხდება მექსიკასთან, იმავდროულად გერმანია დამარცხდება კორეასთან, გოლების სხვაობა კი შვედებს უკეთესი აღმოაჩნდებათ ვიდრე გერმანელებს და კორეელებს.
კორეა გავა მერვედფინალში თუ…
მოუგებს გერმანიას, შვედები წააგებენ მექსიკასთან, გოლების სხვაობა კი კორეელებს უკეთესი ექნებათ ვიდრე გერმანელებს და შვედებს.