ხორვატიამ არგენტინას 3:0 მოუგო, რაც ბუნებრივია მარტო ლეო მესის არ უნდა დაბრალდეს, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ალბისელესტეს” თილისმა შორს იყო იმ მაჩვენებლებისგან ჩვეულებრივ რომ აქვს ხოლმე.
იმაში, რომ ხორვატებმა მერვედფინალის ადგილი გაინაღდეს თავისი წვლილი სამხრეთ ამერიკელთა მეკარეს ვილი კაბალიეროსაც მიუძღვის. მან მეორე ტაიმის მე-8 წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც ანტე რებიჩმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, მაგრამ ამჯერად კაბალიერო სხვა მიზეზით ვახსენეთ — მთელი მატჩის განმავლობაში მესი ბურთს ექვსით მეტად შეეხო ვიდრე მისი გოლკიპერი. რიცხვებში ასეა: 90 წუთში 49 შეხება.
შედარებისთვის: 2017-18 წლების სეზონის განმავლობაში ლეო მესის საშუალო მაჩვენებელი გაცილებით შთამბეჭდავი გახლდათ — შეხვედრაში 77,4 შეხება.
პასების სტატისტიკა არგენტინელთა ლიდერს ასეთი ჰქონდა: 32-დან 24 ზუსტი. კვლავ შედარებისთვის: გასულ სეზონში მესის საშუალო მაჩვენებელი იყო 52,7 პასიდან 43,12 ზუსტი.
ლეო მესის წინააღმდეგ ხორვატები სულ სამჯერ დაჯარიმდნენ, დრიბლინგი კი მან ხუთჯერ წამოიწყო.
ხორვატების მეკარეს დანიელ სუბაშიჩს მესის ერთი დარტყმულის მოგერიებაც კი არ მოუხდა. ჩვეულებრივ მისი მაჩვენებელი 2,23 დარტყმაა.