ესპანეთისა და ირანის ნაკრებთა შეხვედრის 63-ე წუთზე ირანელმა საეიდ ეზატოლაჰიმ გოლი გაიტანა, მაგრამ ის არ ჩათვალეს. მიზეზი: თამაშგარე მდგომარეობა. თუმცა, ყველაფერი ისე სწრაფად და დინამიკაში მოხდა, რომ ვიდეორეფერის ანალიზი გახდა საჭირო. მომენტს განსაკუთრებული დრამატულობა იმან შესძინა, რომ ირანელმა ფეხბურთელებმა მსაჯებისკენ არც კი გაიხედეს, არც კი დაუნახავთ მათი გოლი ეჭვქვეშ რომ იდგა და თავაწყვეტილები ზეიმობდნენ.

ეპიზოდის ვიდეორეფერისთან შემოწმებამ 1 წუთი და 47 წამი წაიღო.