გუშინ თუ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე დაწყვილდნენ გუნდები, დღეს უეფას რანგით მეორე ტურნირის, ევროპის ლიგის 2018-2019 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა და სამი ქართული კლუბის მეტოქის ვინაობა გაირკვა – თბილისის „დინამოს“ სლოვაკეთის მესამეადგილოსანი „დუნაისკა სტრედა“ ერგო, საჩხერის „ჩიხურა“ ისრაელის ჩემპიონატის მეორეადგილოსან „ბეითარს“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ ყაზახეთის „ტობოლს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე ჩაამთავრა, თუმც ჩვენი არ იყოს ყაზახეთში ჩემპიონატი ახლაც მიმდინარეობს.

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 12 ივლისს გაიმართება, საპასუხოები ერთი კვირის შემდეგ. „დინამო“ ჯერ სტუმრად ითამაშებს, „ჩიხურა“ და „სამტრედია“ კი მეტოქეებს პირველად უმასპინძლებენ. ისე, „ტორპედოსი“ არ იყო, ვფიქრობთ, დღევანდელი წილისყრისას, არც სხვა ქართულ გუნდებს გაუმართლათ.

დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი
დაარსდა 1904 წელს
პრეზიდენტი: ანდრე ბეგი
მწვრთნელი: მარკო როსი
სტადიონი: „მოლ არენა“ (ტევადობა 9 901)
ჩეხოსლოვაკიის ბრინჯაოს პრიზიორი (1): 1988
ჩეხოსლოვაკიის თასის მფლობელი (1): 1987
სლოვაკეთის ბრინჯაოს პრიზიორი (2): 1994, 2018
სლოვაკეთის თასის ფინალისტი (2): 1993, 1995

ბეითარი, იერუსალიმი, ისრაელი
დაარსდა 1936 წელს
პრეზიდენტი: ელი ოჰანა
მწვრთნელი: გუი ლუზონი
სტადიონი: „ტედი სტედიუმი“ (ტევადობა 31 733)
ისრაელის ჩემპიონი (6): 1987, 1993, 1997, 1998, 2007, 2008
ისრაელის თასის მფლობელი (7): 1976, 1979, 1985, 1986, 1989, 2008, 2009
ისრაელის ლიგის თასის მფლობელი (2): 1998, 2010
ისრაელის სუპერთასის მფლობელი (2): 1976, 1986

ტობოლი,კუშტანაი, ყაზახეთი
დაარსდა 1967 წელს
პრეზიდენტი: ნიკოლაი პანინი
მწვრთნელი: ვლადიმირ ნიკიტენკო
სტადიონი: „ცენტრალ სტედიუმი“ (ტევადობა 9 500)
ყაზახეთის ჩემპიონი (1): 2010
ყაზახეთის თასის მფლობელი (1): 2007
უეფას ინტერტოტოს თასის მფლობელი (1): 2007

ევროპის ლიგა 2018/2019
შესარჩევი ეტაპის წილისყრა
ეუროპა (გიბრალტარი) – პრიშტინა (კოსოვო)
სანტა ხულია (ანდორა) – გზირა (მალტა)
ენგორდანი (ანდორა) – ფოლგორი (სან მარინო)
ბ 36 ტორსჰავნი (ფარებები) – სენტ ჯოზეფსი (გიბრალტარი)
ბირკირკარა (მალტა) – კი კლაქსვიკი (ფარერები)
ტრე ფიორი (სან მარინო) – ბალა თაუნი (უელსი)
სეფნ დრუიდსი (უელსი) – ტრაკაი (ლიტვა)
პირველი მატჩები 26-28 ივნისს გაიმართება, საპასუხოები – 5 ივლისს
I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა
დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი) – დინამო (საქართველო)
სამტრედია (საქართველო) – ტობოლი (ყაზახეთი)
ჩიხურა (საქართველო) – ბეითარი (ისრაელი)
სტიარნანი (ისლანდია) – ნომე კალიუ (ესტონეთი)
ილვესი (ფინეთი) – სლავია (ბულგარეთი)
ბირკირკარა/კი კლაქსვიკი – ჟალგირისი (ლიტვა)
ფოლა ეში (ლუქსემბურგი) – ეუროპა/პრიშტინა
გლენავონი (ჩრდ. ირლანდია) – მიოლდე (ნორვეგია)
სტუმბრასი (ლიტვა) – აპოლონი (კვიპროსი)
შიროკი ბრიაგი (ბოსნია) – დომჟალე (სლოვენია)
რეინჯერსი (შოტლანდია) – შკუპი (მაკედონია)
პროგრესი (ლუქსემბურგი) – გაბალა (აზერბაიჯანი)
რასინგ უნიონი (ლუქსემბურგი) – ვიტორული (რუმინეთი)
პარტიზანი (ალბანეთი) – მარიბორი (სლოვენია)
ნეფთჩი (აზერბაიჯანი) – უიპეშტი (უნგრეთი)
ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო) – ტრენჩინი (სლოვაკეთი)
დერი სიტი (ირლანდია) – დინამო (ბელარუსი)
ბ 36 ტორსჰავნი/სენტ ჯოზეფსი – ოფკ (მონტენეგრო)
ზარია (მოლდოვა) – გურნიკი (პოლონეთი)
სპარტაკი (სერბეთი) – კოლრეინი (ჩრდ. ირლანდია)
პიუნიკი (სომხეთი) – ვარდარი (მაკედონია)
შემროკ როვერსი (ირლანდია) – აიკ (შვედეთი)
კონაჰი (უელსი) – შახტიორი (ბელარუსი)
ლაჰტი (ფინეთი) – ჰაფნარფიორდური (ისლანდია)
ვენტსპილსი (ლატვია) – ლუფტეტარი (ალბანეთი)
კლიფტონვილი (ჩრდ, ირლანდია) – ნორდსიელანდი (დანია)
ბანანცი (სომხეთი) – სარაევო (ბოსნია)
ერგორდანი/ფოლგორი – ქაირათი (ყაზახეთი)
პეტროკუბი (მოლდოვა) – ოსიეკი (ხორვატია)
ანორთოსისი (კვიპროსი) – ლაჩი (ალბანეთი)
ფერენცვაროში (უნგრეთი) – მაკაბი (თელ ავივი, ისრაელი)
ბალზანი (მალტა) – კეშლა (აზერბაიჯანი)
ჰონვედი (უნგრეთი) – რაბოტნიჩკი (მაკედონია)
რუდარი (მონტენეგრო) – პარტიზანი (სერბეთი)
ცსკა (ბულგარეთი) – რიგა (ლატვია)
მილსამი (მოლდოვა) – სლოვანი (სლოვაკეთი)
რადნიჩკი (სერბეთი) – სანტა ხულია/გზირა
ლეხი (პოლონეთი) – განძასარი (სომხეთი)
ვადუცი (ლიხტენშტაინი) – ლევსკი (ბულგარეთი)
ჟელეზნიჩარი (ბოსნია) – ტრანსი ნარვა (ესტონეთი)
სეფნ დრუიდსი/ტრაკაი – ირტიში (ყაზახეთი)
ჰიბერნიანი (შოტლანდია) – რუნავიკი (ფარერები)
რუდარი (სლოვენია) – ტრე ფიორი/ბალა თაუნი
ლევადია (ესტონეთი) – დანდალკი (ირლანდია)
ვესტმანაეიარი (ისლანდია) – სარპსბორგი (ნორვეგია)
კოპენჰაგენი (დანია) – კუოპიო (ფინეთი)
ლიეპაია (ლატვია) – ჰეკენი (შვედეთი)
პირველი მატჩები 12 ივლისს გაიმართება, საპასუხოები – 19 ივლისს

წილი
წინა სტატიადღეს რუსეთი ურუგვაია
შემდეგი სტატიარონალდუ რონალდოს და პუშკაშს …
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.