წუხელ ესპანურმა MARCA-მ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის ნაკრებისა და „ზორიას“ 19 წლის მეკარის – ანდრეი ლუნინის მადრიდულ გრანდში გადასვლის შესახებ.
ტრანსფერის თანხამ 8.5 მილიონი ევრო შეადგინა და კიდევ 4 მილიონის მიღება „ზორიას“ ბონუსების სახით შეუძლია.
„რეალმა“ მეკარეს ყურადღება შარშან მიაქცია, როცა „ზარიამ“ ევროპალიგის მატჩში ბილბაოს „ატლეტიკი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. მას შემდეგ დაკვირვება გრძელდებოდა და კონტრაქტიც შედგა. არადა, ლუნინზე პრეტენზიას „ლივერპული“, „რომა“ და „სოსიედადი“ აცხადებდნენ.
მადრიდელები ლუნინს მესამე მეკარეობისთვის არ გაწირავენ და არც კასტილიაში გაუშვებენ. სავარაუდოდ, ევროპულ გუნდში გაანათხოვრებენ, სადაც მეტი პრაქტიკა და დაოსტატების საშუალება ექნება.