სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ფაქტობრივად მერვედფინალშია და ამას თეორიული დასტურიღა სჭირდება.
რუსეთი ჯგუფში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩარჩება, თუ საუდის არაბეთი დღეს ურუგვაის და ბოლო ტურში ეგვიპტეს დიდი ანგარიშებით დაამარცხებს, თუმცა, ესეც არ კმარა – ბოლო ტურში თავად რუსეთმა ურუგვაისთან კატასტროფული სხვაობით უნდა წააგოს.
დამეთანხმებით, ზღაპარია.
მოკლედ, რუსეთი პირველი მერვედფინალისტია და ჩრდილოელებს მადა ჭამაში მოუვიდათ.
რატომაც არა? თუ ურუგვაი დღეს საუდის არაბეთს შვიდ ბურთზე ნაკლებს გაუტანს, ბოლო ტურში ფრეს რუსები ჯგუფში პირველ ადგილზე გაჰყავს.
ამგვარი სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატებზე რუსეთს ჯერ არ ჰქონია და არნახული ეიფორიაა, თუმცა ბოლო ორ დღეში მსოფლიო ჩემპიონატის კომენტირებისას ჯერ ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა თქვა, მერე კი ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ლეონიდ სლუცკიმ.
მიზეზი მარტივია: ეს ორი რეპორტაჟის ძირითად დროს ფეხბურთს უთმობდა და სულ “ავიწყდებოდათ” პატრიოტული სადღეგრძელოები პირადად ვ.ვ.პ-ის თამადობით.