დიდმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას გარიყვის გამო გაკენწლა : „არასწორია რომ ბენზემა ნაკრებიდან მოკვეთეს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში, „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა არაერთხელ მოუგია და რის გამოც ნაკრებში არ ათამაშებენ, ფეხბურთთან არანაირ კავშირში არაა.
მწვრთნელი თუ თვლის რომ ბენზემა არ გამოადგება, მაშინ ეს მწვრთნელი გუნდში არ უნდა იყოს, ხოლო ბენზემა უნდა იყოს. ეს ხომ ძალიან მარტივია. სისულელეა, რომ „რეალის“ მეგოლე მსოფლიოს ჩემპიონატზე არ თამაშობს. მოგება თუ გინდა, გამარჯვებული ფეხბურთელები უნდა გყავდეს ნაკრებში და ბენზემა სწორედ ასეთია“.