მარადონას აქვს ნათქვამი, მოაშორეთ ტოტალიზატორები და გპირდებით, თქვენ ნახავთ ნამდვილ ფეხბურთს…

ფაქტია, დღეს ისეა ფეხბურთი და ტოტალიზატორი ერთმანეთთან ინტეგრირებული, მარადონასეული დაპირების რეალიზება დიდ უტოპიად მოსჩანს…

მოკლედ დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი და „მეკუშეობის“ ამბავიც ზენიტშია. რუსულ ბაზარზე იღბლიანი დებიუტი გამოუვიდა Bwin-ს…

ეს კანტორა ანგარიშის გამომცნობ თითოეულ კლიენტს, რუსეთის ყოველ მომდევნო თამაშზე ხუთიათას რუბლიან ფრიროლს, ძველ მაზავშიკურ ენაზე რომ ვთქვათ, ამ თანხის უფასო ქვითარს დაჰპირდა.

რეკლამა ხომ რეკლამად გაიკეთა, აგერ ახლაც იკეთებს და თანაც ამ აქციიდან ერთობ სარფიანადაც გამოძვრა, რაკიღა ამ უკიდეგანო საპუტინეთში, მხოლოდ ერთს ეწერა 5-0 (როგორც ჩანს, ფსონის განთავსებამდე არყის გვარიანი ფრიროლი ჰქონდა ათვისებული). Bwin – ი მოგებულს მასპინძელთა მომდევნო ორ თამაშზეც გარანტირებულად განუთავსებს ხუთიათასიან ფსონს, მერე კი მთლიანად რუსეთის ჩაუქობაზე იქნება დამოკიდებული…