ამ ადამიანმა „როლან გაროსს“ აზრი დაუკარგა და დღეს დომინიკ ტიმის 6:4, 6:3, 6:2 დამარცხებით პარიზში მეთერთმეტედ იპირველა.
გაინტერესებთ, სულ რამდენჯერ მონაწილეობდა?
13-ჯერ.
გაინტერსებთ, რამდენი მატჩი გამართა?
88!

ამ 88-დან 86 მოიგო და 2009 წელს რობინ სოდერლინგთან და 2015-ში ნოვაკ ჯოკოვიჩთან მარცხს თუ არ ჩავთვლით, ყველას თავბედი აწყევლინა. არადა, ეს ქრონიკულად დაავადებული ტერფების პატრონი ბიჭია, 2004 წლიდან სპეცფეხსაცმელით თამაშობს და ტკივილს კოჭსა და მუხლზეც ანაწილებს.
და მაინც: რაფა პირველ რიგში ვიზუალია – მარტოხელა და გაუმაძღარი მგლის ვიზუალი, რომელსაც „ჯილეტის“ ან „ლეისის“ რეკლამირება არ უხდება.
რაფა ჯომოლუნგმაა ერთი დიდი მუზარადის – „როლან გაროსის“ 11-ჯერ მოგებით და მეორე როჯერ ფედერერია, ვისაც „უიმბლდონი“ 8-ჯერ დაუპყრია.