რაც გინდა თქვით, მაგრამ ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით სპორტში ბუკმეკერებს ყველაზე უტყუარი ინფორმატორები ჰყავთ.

ჯერ არ გაციებულა ზინედინ ზიდანის სავარძელი და ფსონების მიღება დაიწყო: ბუკმეკერთა ფავორიტი არსენ ვენგერია 4.0 კოეფიციენტით.

მას კვალში გუტი ანუ ხოსე გუტიერესი და მასიმილიანო ალეგრი უდგანან (7.0). მაურიციო სარის და ანტონიო კონტეს თანაბარი შანსი აქვთ – 8.0.

რადგან ვენგერზეა საუბარი, დიდი შანსია, მუსიე ვენგერს გარეთ ბეილი „რეალში“ არ დახვდეს.

კლუბის ხელმძღვანელობას რონალდუ-ბენზემა-ბეილის ტრიოდან ერთის გაყიდვა უნდა, „მანჩესტერი“ კი ბეილიში 85 მილიონ გირვანქას გამოდის.

ზარალში არც ფეხბურთელი დარჩება – ახლა ხომ წლიურ 10.8 მილიონ ევროს იღებს და ინგლისელებმა შეუთვალეს, კვირაში 500 000 გირვანქას გროშკაპიკი არ მოაკლდებაო.

წილი
წინა სტატიარეალზე ორჯერ ძლიერი ბაიერნი
შემდეგი სტატიალიოვი: მერკელმა ხელი არ შეგვიშალა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".