რას მერჩი, სიმონ?!

Home სიახლეები რას მერჩი, სიმონ?!
რას მერჩი, სიმონ?!

აშკარად არ გაუმართლა საქართველოს პირველ ვაჟ მეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილს:საფრანგეთის ღია პირველობის, ანუ `როლან გაროსის“ პირველ წრეში მეტოქედ მასპინძელი ჟილ სიმონი ერგო.

33 წლის სიმონი მთლად ის ვეღარაა, რეიტინგის მეექვსე საფეხური რომ ეკავა, მაგრამ კარიერაში 14 ტიტულის მომგებს და 13 მილიონ დოლარზე მეტის მშოვნელს კოლოსალური გამოცდილება კი დაუგროვდა.

ეომა ნიკა, სეტიც აართვა და იმედიც გაგვიჩინა, რომ სენსაციას მოახდენდა, მაგრამ ფრანგმა თავისი ოთხ სეტში მაინც გაიტანა – 6:4, 6:0, 6:7, 6:4.