„რეალისა” და „ლივერპულის” ფინალური შეხვედრის პირველ ტაიმში დანი კარვახალის ცრემლები სწორედ ის იყო, რისი ნახვაც ესპანეთის ნაკრების გულშემატკივარს ძალიან არ უნდოდა. მადრიდელთა მარჯვენა მცველი მხოლოდ იმას კი არ განიცდიდა, რომ ფინალის დარჩენილ ნაწილს გამოსტოვებდა, არამედ იმასაც, რომ საფრთხის ქვეშ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა დაუდგა. კარვახალი ისე ტიროდა, რომ „რეალის” ექიმმაც კი ვერ დააშოშმინა, ხეირიანად დალაპარაკების საშუალებაც კი არ მიეცა.

მეორე მხრივ, ფეხბურთელის გაგებაც კარგად შეიძლება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ის პირველად არ დაშავებულა. უიღბლო კაცია. კივამდე 2016 წელს მილანში, „რეალისა” და „ატლეტიკოს” ფინალშიც დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. მაშინდელმა ტრავმამ კარვახალს ევროპის ჩემპიონატი გამოატოვებინა.

დანი კავახალი ქუსლით აპირებდა თამაშს, როდესაც მწვავე ტკივილი იგრძნო.

შეგახსენებთ, რომ ერთი ხნის წინ მან გულზეც იმკურნალა — პერიკარდიტი მოირჩინა.