„შპორტ ბილდი” წერს, რომ გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი ლუკას პოდოლსკი მოლოდინშია — იაპონიაში მის კლუბ „ვისელ კობეს” ანდრეს ინიესტა უნდა შეუერთდეს. ბარსელონაში ლამაზი და ემოციური გაცილებიდან სამ დღის მერე თავად ინიესტამ დადო ინსტაგრამზე ფოტო, სადაც ის კობოს კლუბის შეფთან ჰიროში მიკიტანისთან ერთად თვითმფრინავშია და გეზი ამომავალი მზის ქვეყნისკენ უჭირავს.
2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სურათს იაპონიის დროშაც დაურთო და მიაწერა: „მეგობართან ერთად ახალი სახლისკენ მივემგზავრები!”