იმედი როგორ არ გვქონდა, მაგრამ როგორ გინდა მართლა უდიადეს ჰაკუჰოსთან მოგება დაგეგმო – მონღოლი გოლიათის კოლექციაში ხომ 40 ტურნირზე მოგებული თასებია.
ლევანმა მოიგო და მეთორმეტედაც გამარჯვებული გავიდა დოჰიოდან.
ჰაკუჰო მეორედ დამარცხდა და ლევანის კონკურენტი, ფაქტობრივად, აღარც არის.
ტოჩინოშინი ძალიან ახლოსაა ტურნირის მოგებასთან.
წინ ერთი სერიოზული გამოცდაცაა – ზეგ ლევანი კიდევ ერთ იოკაძუნა კაკურიუს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნებიდან ასი წლისთავს ჩემპიონობა დაამთხვიოს.
დიდებული საჩუქარი იქნება!