რუსეთში გასამართ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს პანამელ მსაჯთა ბრიგადაც მოემსახურება.

თანამსაჯის რანგში რუსეთს გაბრიელ ვიქტორიაც ეწვევა, რომელიც 1993 წლიდან მეეზოვედ მუშაობს.

საქმე იმაშია, რომ პანამაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მსაჯებს ფიქსირებული ხელფასი არ აქვთ და მხოლოდ მომსახურებული მატჩების ჰონორარს იღებენ, რაც პანამის კვალობაზეც ძალიან ცოტაა.

ჰოდა, დანარჩენს თავად გაბრიელი ასე ხსნის: „ჩემი ორივე პროფესია მომწონს და მაკმაყოფილებს. დილით ოთხის ნახევარზე ვიღვიძებ და ქალაქის ქუჩებიდან ნაგავი გამაქვს. საღამოს ხუთიდან უკვე სტადიონზე ვვარჯიშობ. თანამშრომლებს ძალიან გაუხარდათ ჩემი გამოძახება მსოფლიო ჩემპიონატზე და ერთ-ერთმა მაისურის ჩამოტანაც მთხოვა“.

გაბრიელმა უკვე მოასწრო და მოემსახურა მსოფლიოს 17-წლამდელთა (2017 წ.) და 20-წლამდელთა (2015წ.) ჩემპიონატებს და ამერიკის 2016 წლის პირველობას.