ჯერ იმას შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტული სუმოს იერარქიაში მეორეა და ბევრი გოლიათი კარიერას ისე ასრულებს, ამ ტიტულს ვერ სწვდება! ლევან გორგაძე შესწვდა! დღეს მისი მეტოქე ტიოტეირიუ იყო. ტერმინებით რომ არ დაგღალოთ, ლევანმა მეტოქეს აუხსნა – უკეთ მოემზადეთ, ყმაწვილო და ივლისის ბაშოზე გამოიარეთო. ოძეკის ტიტულს სუმოს ასოციაცია ანიჭებს და ეს მხოლოდ დროის ამბავია. ახლა დარჩენილ ხუთ ბრძოლაზეა ყურადღება გადასატანი. ოთხი მოგება ტოჩინოშინს ტურნირის თანაგამარჯვებულის ტიტულს პირდება, ხუთი მოგებით კი იმპერატორის თასის ერთპიროვნული მფლობელი გახდება.