ვაა, მე რას მერჩით?! მე კი არ მითქვამს?! ან რა უფლება მაქვს და რომც მქონოდა, „ლივერპულის“ 35-წლიანი ქომაგობის შემდეგ ამის დასაწერად კალამი როგორ მომიბრუნდებოდა?!
ძალიან დიდმა კაცმა თქვა – ვისენტე დელ ბოსკემ, ვისაც ესპანეთის ნაკრებამდე ზემოთ ნახსენები „რეალიც“ მიუყვანია დიდ გამარჯვებებამდე და, შესაბამისად, ამ კლუბისთვის სიყვარულის ახსნაშიც არაერთხელ იყო შემჩნეული.
„ბეილი, ბენზემა, რონალდუ, ასენსიო და ლუკას ვასკესი – აქედან თითოეული აღემატება სალაჰს ან არ ჩამოუვარდება მაინც. „ლივერპულში“ არ არის ფეხბურთელი, რომელიც „რეალს“ გააძლიერებდა. ვფიქრობ, მადრიდელები 4:1 მოიგებენ”, – თქვა ულვაშა ტაქტიკოსმა.
ზუსტად ეგრე თქვა. თუ არ გჯერათ, „მუნდო დეპორტივოს“ ჰკითხეთ.