პოლ პოგბამ ხანმოკლე შვებულებით ისარგებლა და მექაში ჰაჯი შეასრულა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს თავისუფალი კვირა სეზონის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატისწინა შეკრებამდე გამოუჩნდა და მანაც არ დაახანა, მუსლიმთა წმინდა ქალაქის მოსალოცად გასწია.

25 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო დადო, სადაც ის მილიონობით მორწმუნესთან ერთად საუდის არაბეთს სტუმრობს. ჩანაწერში პოგბა ამბობს:

„ამ გრძნობას მხოლოდ ის ადამიანი გაიგებს, ვინც აქ ყოფილა. იმედი მაქვს, რომ ხალხი, რომელიც აქ არასდროს ჩამოსულა ერთ დღეს აუცილებლად ჩამოვა. მშვენიერი ადგილია. მშვენიერი, მშვენიერი, მშვენიერი. ხოლო განცდას, რომელიც გეუფლება სიტყვებით ვერ აგიხსნით”.

ეს პოგბას პირველი ჰაჯი არ გახლავთ. ის შარშანაც იყო მექაში, როგორც კი „მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროლიგის ფინალში „აიაქსი” დაამარცხა 1:0.

წლეულს „იუნაიტედმა” სეზონი გამარჯვებით ვეღარ დაასრულა — ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსისთან” დამარცხდა 0:1.

ახლა ფრანგი ვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გაემგზავროს, სადაც მისი ქვეყნის ნაკრები ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად არის მიჩნეული.

წილი
წინა სტატიატოჩინოშინი ოძეკია!
შემდეგი სტატიაპელეგრინობა ლონდონში
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...