დღემდე მაისის სუპერტურნირს სამი სუმოისტი თანალიდერობდა. დღეს დილით ორს ფეხი დაუცდა და ლევან გორგაძე მეწილის გარეშე ექვს დღეში ექვსი მოგებით გალიდერდა.
ქართველმა ფალავანმა ზედ დოჰიოს კიდესთან დროულად ჩაუდგა მხარი იუტაკაიამას და კარგად ყოფნა უსურვა – მაყურებლებში თავით გადაუშვა.
ხვალ ტოჩინოშინი გამოცდილ ენდოს დაეჯახება, ვისთანაც პირადი ანგარიში 3:3 აქვს. თუმცა, წაგებები უფრო წინა წლებზე მოდის, მარტში კი ლევანმა ენდო ბავშვივით აბურთავა.