დიტმარ ჰოპი გერმანელი მილიარდერია, ბუნდესლიგის კლუბ „ჰოფენჰაიმის” მეპატრონე, რომელსაც ბოლო ტურის შეხვედრაში, როდესაც მისმა გუნდმა „დორტმუნდს” 3:1 მოუგო, სტუმარი გუნდის ფანებმა იდნავ ზრდილობიანად რომ ვთქვათ სულ მეძავის შვილი უძახეს. ამ ინფორმაციას, სიტყვების შელამაზების გარეშე გერმანული „შპორტბილდი” ავრცელებს.

დიტმარ ჰოპი

78 წლის ბიზნესმენს „ჰოფენჰაიმის” ძველი გულშემატკივარი, ცურვაში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ბარსელონისა და ატლანტის ოლიმპიადების ვერცხლის მედალოსანი, 40 წლის ფრანცისკა ფან ალმზიკი გამოესარჩლა. „ბილდთან” ინტერვიუში მან თქვა:

„ეს ისეთი დამამცირებელია, ისეთ სიმდაბლეა, ისეთი საშინელებაა, რომ მეცოდება კლუბი, რომელსაც ასეთი გულშემატკივარი ჰყავს”.

მსოფლიო სპორტის ვეტერანმა ვარსკვლავმა გერმანიის საფეხბურთო კავშირს ამ აუტანელი ქაოსის ალაგმვა მოსთხოვა: „დორტმუნდელების ანტისოციალური გამოხდომა აუტანელია და ბოლოს და ბოლოს უნდა დაისაჯოს”.

ბუნებრივია, შეურაცხყოფილი და ნაწყენი დარჩა თავად დიტმარ ჰოპიც, თუმცა კორესპონდენტის კითხვის პასუხად მან ბუნდესლიგის საბოლოო ცხრილზე მიუთითა, სადაც „ჰოფენჰაიმი” მესამე ადგილზეა, ხოლო „დორტმუნდი” — მეოთხეზე.

„ყველა მოღრიალეს პასუხი აქ წერია”, — თქვა მან.