მძიმე ინსულტის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონი გონს მოვიდა და ლაპარაკობს. 76 წლის ლეგენდარული მწვრთნელის მეგობრები ამბობენ, რომ ის წამოჯდა კიდეც და თავისი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით გამოიკითხა.
„სანის” ამ ინფორმაციას ჯერჯერობით „მანჩესტერ იუნაიტედი” და ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ სერ ალექსი გასულ შაბათს შინ გახდა ცუდად. მას სასწრაფო გამოუძახეს და სელფორდის სამეფო ჰოსპიტალში წაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.
ნეიროქირურგმა პიტერ ჰემლინმა „ტელეგრაფში” დაწერა: „სერ ალექსის შემთხვევაში, მისმა ექიმებმა დაუყოვნებლივ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის კოლტს შეიძლებოდა ტვინი დაეზიანებიდა. ასეთი ოპერაციების წყალობით ხშირად პაციენტს გადაარჩენენ ხოლმე. შესაძლოა, შემცირდეს ინსულტის შემდგომი პარალიზების შანსი”.
ჰემლინის თქმით, სერ ალექსი უახლოესი თვეების განმავლობაში ჯერ კიდევ რისკის ქვეშაა.