დინამოს კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა რუსთაველებს პენალტით გაუტანა                                              ბადრი კეთილაძის ფოტო

მეორე წრის პირველი ტური მშვიდობიანი გამოდგა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც… ამჯერად მოგლეჯილი სკამები ერთმანეთისთვის აღარავის უსვრია, ხოლო ხუთი მატჩიდან სამი ფრედ დამთავრდა.
მორიგი გამარჯვება მიითვალეს ლიდერებმა – „საბურთალომ“ და „დინამომ“. საბურთალოელმა გიორგი კოხრეიძემ „სიონთან“ დუბლი შეასრულა, თანაც ამისათვის სულ ექვწუთიანი მონაკვეთი დასჭირდა. ეს მეათე დუბლი გახლდათ სეზონში.
„დინამომ“ კი „რუსთავთან“ პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აიღო. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონის პირველივე ტურში რუსთაველებმა „დინამო არენაზე“ სენსაციურად დაამარცხეს თბილისელები 2:1. ამჯერად „მასპინძლები“ რუსთაველები იყვნენ. მატჩი „მიხეილ მესხზე“ ჩატარდა და „დინამომ“ 2:0 მოიგო. ანგარიში ექს-მერანელმა აკაკი შულაიამ გახსნა, შემდეგ კი თვისი მორიგი გოლი და პენალტი გაიტანა პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელმა, დინამოელთა 22 წლის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა. ახლა მას ჯამში 6 გოლი მოუგროვდა და მთავარმეგოლეებს თანაგუნდელ ბუდუ ზივზივაძესა და საჩხერელ გიორგი გაბედავას დაეწია.

გიორგი კოხრეიძემ სიონთან დუბლი შეასრულა

„დილა“ შინ ჩემპიონ „ტორპედოს“ დაუზავდა – 1:1. გორელთაგან თავი ისევ ბრაზილიელმა ლეანდრო რიბეირომ გამოიჩინა. ეს მისი მესამე გოლი გახლდათ წლევანდელ სეზონში. ლეგიონერთაგან მასზე ერთით მეტი მხოლოდ თანაგუნდელს, ჰოლანდიელ ალვინ ფორტესს გაუტანია.
„კოლხეთი“ 23-ე წუთიდან კაცნაკლული ებრძოდა „ჩიხურას“. მსაჯმა კოლხთა რუსი ლეგიონერი, ვლადიმირ პონომარიოვი უხეშობისთვის გააძვა. ფოთელები აგებდნენ, თუმცა ასევე ლეგიონერის, უკრაინელი ილია მიხალიოვის გოლით გადარჩნენ – 2:2.
ფრედ დამთავრდა „სამტრედიისა“ და აუტსაიდერ „ლოკომოტივის“ შეხვედრა. საინტერესოა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით იმერლებმა მეხუთე შეხვედრა გამართეს და პირველი გოლი გაიტანეს.
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ „ლოკომოტივმა“ პირველი ქულა მოიპოვა. 67-ე წუთზე მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა, რკინიგზელ თეიმურაზ ღონღაძეს მეორე ყვითელი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ეს მერვე გაძევება გახლდათ სეზონში. 73-ე წუთზე კი სამტრედიელთა მცველმა, გივი ქარქუზაშვილმა ბურთი საკუთარ კარში შეაგდო. ესეც წლევანდელი მეხუთე ავტოგოლი.

X ტური: სიონი 0:2 საბურთალო, კოლხეთი 2:2 ჩიხურა, სამტრედია 1:1 ლოკომოტივი, რუსთავი 0:2 დინამო, დილა 1:1 ტორპედო

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

XI ტური
11 მაისი: საბურთალო – კოლხეთი
12 მაისი: სიონი – სამტრედია, ჩიხურა – დილა, ტორპედო – რუსთავი
13 მაისი: დინამო – ლოკომოტივი

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე – დინამო), გიორგი გაბედავა (ჩიხურა) -6, ალვინ ფორტესი (დილა), ლაშა გოგონაია (კოლხეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) -4