დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მრავალდღიანი ველორბოლა ჯირო იტალია დაიწყო. ისტორიაში პირველად შეჯიბრმა სტარტი ევროპის ფარგლებს გარეთ აიღო. განთქმული იტალიური რბოლის საწყისი სამი ეტაპი ისრაელში ჩატარდება.
წლევანდელმა ჯირომ სტარტი იერუსალიმში, ქნესეთის წინ აიღო. მომდევნო დღეების განმავლობაში პელეტონი ჰაიფას, თელ ავივს და ეილათს ესტუმრებიან. ამის შემდეგ რბოლა იტალიაში გაგრძელდება და 27 მაისს მარადიულ ქალაქში დასრულდება.
სპეციალისტები ფავორიტად შარშანდელ გამარჯვებულს, ჰოლანდიელ ტომ დიუმულენს მიიჩნევენ, რომელიც Sunwed-ის გუნდს წარმოადგენს.