ოფიციალურად დადასტურდა: სეზონის ბოლოს უნაი ემერი „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის! ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ახლა ფაქტია.

პარიზელთა მიმავალმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისა და სპორტულ დირექტორ ანტერო ენრიკეს ვესაუბრე და დავეთანხმე, რომ ჩემთვის პარიზში მუშაობის გაგრძელება აღარ ღირს”.

ემერის კონტრაქტს ვადა ივნისში გაუდის. აშკარაა, რომ 46 წლის ბასკმა თავადაც არ მოიწადინა ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულების განახლება.

ემერის წასვლა „პარკ დე პრენსისკენ” გზას უხსნის 44 წლის გერმანელ მწვრთნელს თომას ტუხელს, რომელიც ადრე „დორტმუნდს” ედგა სათავეში. ტუხელს პარიზელები სავარაუდოდ ორწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ, მისი კიდევ ერთი წლით განვრცობის პერსპექტივით.

უნაი ემერის ხელმძღვანელობით „პარი სენ ჟერმენი” ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ერთხელ საფრანგეთის თასს დაეუფლა, ორჯერ მოიგო ლიგის თასი და ორჯერაც ქვეყნის სუპერთასი.

წილი
წინა სტატიაეს რა ჭირი გვჭირს?
შემდეგი სტატიაბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...