ყოველ დიდ მატჩს სდევს ერთი ემოციური სანახაობა, რომელიც გულშემატკივარს მსოფლიოს ყველა კუთხეში უყვარს — სტადიონიდან მიმავალი დამაშვრალი ფეხბურთელებისთვის ხელი დაქნევა. დამშვიდობება. ოვაცია, ტრიბუნებს გარეთ. ეს პროცესი ლივერპულელი ფანებისთვისაც მთელი სიამოვნებაა და ცხადია ფოტორეპორტიორებიც ჩასაფრებულები არიან.
„ენფილდზე” „რომასთან” 5:2 გამარჯვების შემდეგ ფანებს ფართე ღიმილით დაემშვიდობა მატჩის გმირი მოჰამედ სალაჰი. ეგვიპტელმა ორი გოლი გაიტანა და ორიც საგოლე პასი გადააწოდა. მის მიერ სეზონის განმავლობაში, ყველა შეჯიბრებაში გატანილი გოლების რაოდენობა უკვე 43-ს გაუტოლდა. სალაჰის მანქანაში ჩანან მისი მეუღლე მაგი და გოგონა მაკკა.
ფოტოებზე მოხვდა „ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპიც, რომლის მორიგი გამარჯვებით ცხადია კმაყოფილი დარჩა მისი მეუღლე ულა სანდროკიც.
და ერთადერთი ლივერპულელი, რომელიც სტადიონიდან დაღვრემილი მიდიოდა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი იყო. ის შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ფოტოზე მისი მეგობარი გოგონა პერი ედუარდსიც ჩანს.
„ვფიქობ, ოქსლეიდ-ჩემბერლენი მართლა სერიოზულად დაშავდა, — უთხრა BT sport-ს მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა, — რამდენადაც დეტალურ გამოკვლევებამდე შეგვიძლია ვთქვათ, სანუგეშო არაფერია. ეს გუნდისთვის დიდი დარტმაა. წინ რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი თამაში გველის, არადა ფეხბურთელს ვერსაიდან დავიმატებთ. იძულებულები ვართ პრობლემის გადაწყვეტას შემოქმედებითად მივუდგეთ.