ბელგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა სკანდალური განცხადება გააკეთა:

– ნაკრებში მუშაობისას ერთ პრობლემას გადავაწყდი: 18 საათზე გუნდის შემადგენლობას ვასახელებდი და გასახდელში სამატჩო დარიგებებს ვიძლეოდი. ზუსტად 15 წუთში კი ეს ინფორმაცია მედიას და, ბუნებრივია, მეტოქესაც ჰქონდა. როცა მეტოქეს ამგვარი ინფორმაცია არა დადგენილი 1, არამედ 3-4 საათით ადრე აქვს, ასწრებს გუნდის გადაწყობას და შესაბამისი კონტრთამაშის დაპირისპირებას.

მოგვიანებით, რამდენიმე ფრანგმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ ამგვარი ინფორმაციით ტიბო კურტუას მამა ვაჭრობდა. ეს ხომ წარმოუდგენელია?! ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და გუნდის პატრიოტი არ ხარ. აქვე ვიტყვი, რომ ინფორმაციის მსგავს გაჟონვას ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილი არ ჰქონია”.

უცნობია, როგორ იმართლებს თავს ტიბო კურტუა. ამ შემთხვევაში მისი დუმილი დანაშაულის აღიარების ტოლფასია.

ამასობაში კომენტარი გააკეთა თავად ბელგიის ნაკრებისა და „ჩელსის“ მეკარის მამამ. ტიერი კურტუა ამბობს, რომ:
„ეს მონაგონია. თავად ვიყავი ტოპ-ფეხბურთელი და ევროპული დონის კლუბის ხელმძღვანელობაშიც ვიმუშავე. ვინც კარგად მიცნობს, ისიც იცის, რომ „ჩაშვება“ ჩემი სტილი არ არის”

წილი
წინა სტატიამგლები ენფილდზე
შემდეგი სტატიაწითელი ჯოჯოხეთი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".