სისხლისდენა თურქეთის ნახევარფინალში

Home კატეგორიის გარეშე სისხლისდენა თურქეთის ნახევარფინალში
სისხლისდენა თურქეთის ნახევარფინალში

შენოლ გიუნეშს თავში ტრიბუნიდან ნასროლი ნივთი მოხვდა. ცნობილი მწვრთნელი საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ამბავი თურქეთის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების უგოლო საპასუხო შეხვედრის 58-ე წუთზე მოხდა. თამაში შეწყდა. ერთმანეთს სტამბოლის გუნდები „ფენერბაჰჩე” და „ბეშიქთაში” ხვდებოდნენ.

მატჩი რამდენჯერმე გიუნეშთან დაკავშირებულ ინციდენტამდეც შეწყდა. მედიის ცნობით მაყურებლის მიერ ნასროლი ნივთით წაქცეულ „ბეშიქთაშის” თავკაცს ხუთი ნაკერი დაადეს. 

გასახდელში ჩხუბი ატყდა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შორისაც. გიუნეშის ასისტენტ ერდინჩ გულთექინს სახე დაუსისხლიანდა.

მანამდე, შეხვედრის 30-ე წუთზე უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს „ბეშიქთაშის” პორტუგალიელი ნახევარმცველი პეპე.

პირველი შეხვედრის ანგარიშია 2:2.

შეგახსენებთ, რომ შენოლ გიუნეშის უდიდესი მიღწევა 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრების მესამე ადგილზე გაყვანა გახლავთ.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...